ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

itex გთავაზობთ IT სერვისებს პროფესიონალურ დონეზე, რაც გამოიხატება ამ სფეროში მოღვაწეობის 10 წლიანი გამოცდილებით.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ აიტი სპეციალისტთა გუნდი, რომელსაც გააჩნია ამ სფეროში მუშაობის 10 წლამდე გამოცდილება.

ჩვენს ხელში არაერთ კომპიუტერს ჩაუვლია და არაერთი მომხმარებელი დაგვიტოვებია კმაყოფილი.

ჩვენთან დაკავშირების შემდეგ, თქვენი არცერთი კომპიუტერული პრობლემა არ დარჩება აღმოუფხვრელი.

დაარსების მიზანი

აიტექსის დაარსების მიზანი იყო ის ფაქტი რომ ქალაქ რუსთავში არ არსებობდა, არცერთი სანდო პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი აიტი მიმართულებით, რომელსაც მომხმარებლის მხრიდან გააჩნდა საკმარისი ნდობა და რეპუტაცია.

ამ ფაქტიდან და ქალაქისთვის სანდო მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის ონლაინ სივრცე, რაც მომხმარებელს დაეხმარებოდა აიტი სპეციალისტის მარტიივად მოძიებაში.

რატომ ჩვენ?

ჩვენს გარდა რათქმაუნდა არსებობს ბევრი კომპანია, ბევრი გუნდი თუ ბევრი კერძო სპეციალისტი და რათქმაუნდა ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ ამ პლანეტაზე და ჩვენს გარდა არავინ არის დაკავებული ამ სფეროთი. პასუხი იმაზე თუ რატომ ჩვენ? მოიძებნება ჩვენს მუშაობის პრინციპში.

ჩვენ გათავისებული გვაქვს ის ფაქტი რომ დღევანდელი კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი ხვალინდელი წარმატების საწინდარია, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენგან თქვენ მიიღებთ კეთილსინდისიერ, პატიოსან და სამართლიან მომსახურებას, რაც გამოიხატება სრული სერიოზულობით მუშაობაში, საკმარისი ყურადღების დათმობასა და სამართლიან ფასებში.

ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც მოგვმართავენ დახმარების თხოვნით. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ სრული პასუხისმგებლობით შევასრულოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება, ჩვენი მომხმარებლისთვის მომსახურეობის გაწევის დროს.

Call Now